ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იქნა უდანაშაულოდ ცნობილი.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.