აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, $50 მილიარდს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, $50 მილიარდს გამოუყოფს. სიახლის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე, პოლონეთში გამოაცხადა.

ეს დამატებითი დახმარება მოიცავს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი სასურსათო დახმარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ასობით ათასი ადამიანის გადაუდებელი საჭიროებებისთვის, მათ შორის ადამიანების, რომლებიც დევნილები არიან თავიანთი სახლებიდან და კვეთენ საზღვარს უკრაინის გარეთ. გარდა ამისა, ის მხარს დაუჭერს WFP-ის ლოგისტიკურ ოპერაციებს უკრაინაში დახმარების გადასატანად, მათ შორის კიევში მცხოვრებთათვის.


შეახსენებთ, 9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.

„ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.