იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
უწყების განცხადებით, იახტა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტის პორტში იდგა.
მელნიჩენკო სასანქციო სიაში ევროკავშირმა 9 მარტს შეიყვანა.
ასევე წაიკითხეთ:
დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული