ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა.

„განვიხილეთ ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის გზაზე. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სომხეთისა და თურქეთის ამ ნაბიჯებს პოზიტიური შეფასება აქვს აზერბაიჯანის მხრიდანაც, ბაქო მხარს უჭერს ამ პროცესს. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველა მხარის ინტერესებში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ასევე წაიკითხეთ:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს