ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი: რუსები მოხალისეებს კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ