ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონსა და შოლცთან საუბრის შესახებ იუწყება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს.

„ჩვენ განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, ასევე, რუსეთის ფედერაციის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩემს პარტნიორებს ვთხოვ დახმარებას მელიტოპოლის დატყვევებული მერის გათავისუფლებაში. ასევე, ვისაუბრეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებზე. აგრესორი ერთად უნდა შევაჩეროთ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.


ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს.