მელიტოპოლში, ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“.

ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ