უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი სახელმწიფო, რომელსაც რუსული არმია დაესხმება თავს, შესაძლოა ლიეტუვა იყოს. ამის შემდეგ, NSDC-ის მდივნის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, ასევე პოლონეთში. დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იცავს ევროპას რუსი დამპყრობლებისგან, რომლებიც „მოდიან“ მთელი ევროპის კონტინენტისკენ. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას იარაღის მიწოდებით, რათა აგრესორი შეაჩერონ.
„რაც შეეხებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ოდესღაც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ, ისინი მართლაც რუსული საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.
დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.