პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს

უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება, აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. დუდამ აქვე დაამატა, რომ ყველას იმედი აქვს, პუტინი ვერ გაბედავს ამის გაკეთებას.

„თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია, ახლა ყველაფერი გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით კი, ის ვერ მოიგებს მას“. „მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში“...



„რა თქმა უნდა, [Nato]... უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში [ქიუმიური იარაღის გამოყენების] საშიში ვითარება იქმნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.


ასევე წაიკითხეთ

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს

ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს