დმიტრო კულება: დნეპროუდნის მერი ომის დამნაშავეებმა გაიტაცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სამხრეთ ქალაქ დნეპროუდნის მერი გაიტაცეს. BBC წერს, რომ ევგენი მატვეევი მეორე უკრაინელი მერია, რომელიც სავარაუდოდ, გაიტაცეს რუსული ჯარების წინსვლის შედეგად ბოლო სამი დღის განმავლობაში. მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს, ახლომდებარე მელიტოპოლის მერი დააკავეს.

კულება აცხადებს, რომ მატვეევი რუსმა ომის დამნაშავეებმა გაიტაცეს.

„ადგილობრივი მხარდაჭერის გარეშე დამპყრობლები გადავიდნენ ტერორზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეწყვიტონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ", - აცხადებს დმიტრო კულება BBC-ის ცნობით. 


 ასევე წაიკითხეთ

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს