უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება.
„ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მადლიერნი ვართ აშშ-ის მტკიცე თანადგომისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს კულება Twitter-ზე.