გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა.

მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.

ამასთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს: უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა