მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს