თურქეთმა და სომხეთმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ურთიერთობების ნორმალიზებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა. სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ასევე მხარს უჭერს ნორმალიზების პროცესს.
სომხეთსა და თურქეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, დახურულია სახმელეთო საზღვარი, მაგრამ დეკემბერში, ორმა ქვეყანამ დანიშნა სპეციალური ელჩები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
ორი წლის განმავლობაში პირველი კომერციული ფრენები თებერვლის დასაწყისში განახლდა თურქეთსა და სომხეთს შორის. 13 მარტს, სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. პროფესიით ეკონომისტი ხაჩატრიანის ინაუგურაცია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოუცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა