ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
„პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს