აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას და ამ კუთხით აშშ-ის ერთგულებას.
ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით, მდივანმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააძლიერონ დიპლომატიური ჩართულობა ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას.
მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, სხვა პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს მოსკოვისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტს რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ სვლაზე ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის", - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.