„ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა, Solaris-ი თურქეთისკენ მიემართება. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.
აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი.
აბრამოვიჩის მეორე იახტა, Eclipse ალჟირის სანაპიროსკენ მიემართება. მისი უახლოესი ევროპული პორტი იტალიაშია, სადაც კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს, ახლახან იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში 444 მილიონი ფუნტის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა.
ასევე წაიკითხეთ
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა