სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელთან დაკავშირებული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. მანამდე, თვითმფრინავმა ხანმოკლე შეჩერება სტამბოლში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, FLIGHTRADAR24-ის მონაცემებებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელიც დაკავშირებულია აბრამოვიჩთან, სტამბოლში ისრაელიდან ორშაბათს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავად აბრამოვიჩი, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დააფიქსირეს.

ასევე წაიკითხეთ:

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა