თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ.
სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

  • „საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარება, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება ომს, ესკალაციამ შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილიზებული სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს არცერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან...

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა.


ასევე წაიკითხეთ

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს