2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.