შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის წებრობის მოპოვების გზაზე პარლამენტის როლს და იმ გეგმებს, რომელიც ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, კერძოდ იმ რეფორმებზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლო ევროკავშირის კანონმდებლობასთნ უნდა დაახლოვოს.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.