უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მიერ მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანშის ფარგლებში, 300 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოიყოფა.
„უკრაინის მამაცი ხალხი ამ ფულს ახლა საჭიროებს. მე დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რომ გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ. ევროკომისია ამ გზაზე წინ ივლის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ასევე წაიკითხეთ: