ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„სანქციები მოიცავს ფინანსურ ასპექტსაც: თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომას და დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს, რაც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთს არ შეუძლია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.