უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ირპენის მიმართულებაზე შეტაკებებში მონაწილეობდნენ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ