რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრუიზო რაკეტებით უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში მყოფი გემებიდან განახორციელეს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მათივე ცნობით, შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა.
„შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა, სადაც ბრძოლაში დაზიანებული უკრაინული ჯავშანტექნიკის შეკეთება ხდებოდა. კასპიის ზღვიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, ასევე ყირიმის ტერიტორიის საჰაერო სივრციდან გაშვებული „კინჟალის“ ზებგერითი რაკეტებით განადგურებულია კონსტანტინოვკას მახლობლად უკრაინის საწვავი მასალის შემნახველი მსხვილი ბაზა“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვიმ.
ასევე წიაკითხეთ:
მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა