მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში აღნიშნული ამბავი დაღუპული სამხედროს მეგობრის, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტის, კონსტანტინე ცარენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ანდრეი პალის დაღუპვის კონკრეტული ადგილი და ზუსტი მიზეზი.

ასევე წაიკითხეთ:

CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან