საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და 49:15 დაამარცხა. ამასთან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფინალის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის დროშის სიმბოლიკით გამოვიდა.
"ქართველების მხარდაჭერა წარმოუდგენელია. მადლობა ჩვენი ხალხის ყველა ნამდვილ მეგობარს" – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო ბორჯღალოსნების მხარდაჭერას.
ცნობისთვის, „ბორჯღალოსნებს“ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და რაგბი ევროპის მოსაგებად ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ.