თეგი: რაგბი

საქართველო-რუსეთის მატჩი არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა. „საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ. ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება“, - აცხადებს რაგბის კავშირი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ფინალის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის დროშის სიმბოლიკით გამოვიდა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და 49:15 დაამარცხა. ამასთან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფინალის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის დროშის სიმბოლიკით გამოვიდა. "ქართველების მხარდაჭერა წარმოუდგენელია. მადლობა ჩვენი ხალხის ყველა ნამდვილ მეგობარს" – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო ბორჯღალოსნების მხარდაჭერას. ცნობისთვის, „ბორჯღალოსნებს“ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და რაგბი ევროპის მოსაგებად ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ.

„შავი ლომმა“ ფინალში „ლუზიტანუში“ დაამარცხა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონია

რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი გათამაშების ჩემპიონი, პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, შავი ლომი Black Lion გახდა. ევროპის სუპერთასის ფინალში „ლუზიტანუში“ „შავ ლომს“ დაუპირისპირდა. ქართველებისა და პორტუგალიელების შერკინების პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უმნიშვნელო სხვაობით დასრულდა (8:7), პორტუგალიელთა სასარგებლოდ. მალევე, 61-ე წუთზე, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმაც ზუსტად დაარტყა და „შავი ლომის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 11:17. პორტუგალიელებმა თამაშის შემობრუნება სცადეს, „შავ ლომს“ შეუტიეს, ჯარიმა მოიპოვეს და სხვაობა შეამცირეს – 14:17. მატჩის მიწურულს პორტუგალიელებმა სცადეს ფინალის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ უშედეგოდ. ანგარიში აღარ შეცვლილია, „შავმა ლომმა“ პირველივე სეზონი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს იტალიას უმასპინძლებს

დღეს, 10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველად ითამაშებს და პირველად უმასპინძლებენ იტალიას. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება, ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ.     ეს ტერიტორიები: თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).   მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ექვსი ერის“ წევრი იტალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩი ანგარიშით 28:19 დასრულდა. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტიერ1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 23 : 14 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. შეგახსენებთ, 10 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში იტალია 28:19 დაამარცხა.

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი Facebook-ზე ავრცელებს. ფინალში საქართველო ურუგვაისა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დღეს, საქართველოში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ჩამოვა

დღეს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი, ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, დევიდ კერიგი ჩამოდიან. დელეგაცია ლელოს სარაგბო ბაზას ეწვევა, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრები, ფონდი ქართუ და საქართველოს რაგბის კავშირი ხელს მოაწერენ მემორანდუმს მასშტაბური პროგრამის „ჩაერთე რაგბიში” განხორციელებაზე, რაც 150-ზე მეტ სკოლაში საბავშვო რაგბის განვითარებას ითვალისწინებს. დელეგაცია პრემიერ-მინისტრს, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს რაგბის ადმინისტრაციას ქართული რაგბის სტრატეგიასა და განვითარების ხელშეწყობაზე სასაუბროდ შეხვდება. მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოში 28 სექტემბერს დასრულდება.  

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ურუგვაის ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ნოემბრის ტესტ-მატჩებზე პირველ შეხვედრას ატარებს. „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის მასპინძლობენ. მატჩი დინამო არენაზე იმართება. ბექა გორგოძემ მეორე ლელო და დადო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 17:10 იგებს.  

თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან - საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

დემარში - ასე აფასებს საქართველოს რაგბის კავშირი პეტიციას "დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი" და წერს, რომ წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო. "ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას. ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ. შეტევის ფრონტი ღია პროვოკაციით ამ ცოტა ხნის წინ ტვ-პირველმა დაიწყო – გამოგონილი ამბით, თითქოს იმ სასტუმროში სადაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ისვენებდა, კავშირის ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ჩასულ რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, – მართალია, პროვოკაცია ჩავარდა, რადგან ვერტმფრენის მგზავრებმა თავად უარყვეს ეს აბსურდი და გაავრცელეს დამამტკიცებელი ფოტო-მასალაც, თუმცა ამან დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროცესი ვერ შეაჩერა – დაიწყო შეტევები ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრთა მიმართ, – სოციალურ ქსელებში მათი სისტემური დაბულინგების მცდელობა და მოწოდება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გუშინ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა (იხ.) მოწოდებით – შეწყდეს თავდასხმები უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებზე, რომელთაც ორივეს წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და საქართველოსთვის ახალი დიდი გამარჯვებების მოპოვება მოეთხოვებათ, – ეს შიდა ბრძოლები კი მათთვის დამაზიანებელია. ამ განცხადებას გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში, კერძოდ პეტიცია-ჯი-ზე რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურახმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით. პეტიციის ინიციატორი ანონიმური “რაგბი საპორტერია”. რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ “რაგბის გულშემატკივართა” პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება. საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას.",- ნათქვამია განცხადებაში.  

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდი ანგარიშით 87-0 დაამარცხა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ მეტოქეს 14 უპასუხო ლელო გაუტანა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი შემდეგ შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა. „თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს,“ - აცხადებენ უწყებაში. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართება და მასში 12 ქვეყნის ( საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი, ფიჯი) გუნდი მონაწილეობს.  რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ მონაწილეობს.  

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. პარიზში, ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან, ანგარიშით - 36:10 მოიპოვეს. ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა. ამჯერად, ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი, ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ.