ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ.
დიპლომატებმა "როიტერსს" უთხრეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა, ემბარგოს ითხოვენ, როგორც შემდეგ ლოგიკური ნაბიჯს. თუმცა, გერმანია სწრაფი მოქმედების წინააღმდეგ იძლევა გაფრთხილებას, რადგან ევროპაში ენერგიის ფასი უკვე მაღალია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამიტების სერიაზე შეხვდებიან, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის მიმართ დასავლეთის პასუხის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას ორშაბათს გამართავენ.
ასევე წაიკითხეთ:
ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი