დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენრს მიმართა და ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"რუსული ელიიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, გადაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და უნდა აღვადგინოთ უკრაინა", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას