იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. იტალიური მხარის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე რომსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. 28 თებერვალს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო ევროპისთვის თხევადი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელ ალჟირს ეწვია, 5 მარტს კი, კატარს ეწვია.
გარდა ამისა, 5 მარტს, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან.
8 მარტს, ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას შეწყვეტს.
რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დახუროს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი განაგრძობს რუსული ნავთობის აკრძალვას. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადამ რომ „რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს გლობალურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელი ნავთობის ფასის გაორმაგებას და ღირებულების 300 დოლარამდე გაზრდას.