ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სასჯელს ოპოზიციის ლიდერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ნავალნი თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

45 წლის ალექსეი ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როდესაც ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში რეაბილიტაცია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. დასავლეთის მთავრობები მკვლელობის მცდელობაში პუტინის სადაზვერვო სააგენტოებს (FSB) ადანაშაულებდნენ. კრემლი დანაშაულში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.