თეგი: პატიმრობა

ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სასჯელს ოპოზიციის ლიდერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ნავალნი თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 45 წლის ალექსეი ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როდესაც ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში რეაბილიტაცია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. დასავლეთის მთავრობები მკვლელობის მცდელობაში პუტინის სადაზვერვო სააგენტოებს (FSB) ადანაშაულებდნენ. კრემლი დანაშაულში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

მიანმარის ყოფილ ლიდერს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის კორუფციაში დასდეს ბრალი და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ეს არის პირველი განაჩენი იმ 11 საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ აღძრეს. 76 წლის პოლიტიკოსი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ცნობისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატს და ყოფილ უფლებადამცველს აუნ სან სუ ჩის ყველა საქმეზე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 190 წლის გატარება მოუწევს.  

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურა გ.ბ-სთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ასევე წაიკითხეთ: მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას  

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა.  ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარედგინათ.  

მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.  

მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის182-ე 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.   

ნიკა გვარამია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა გვარამია დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს  

უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, იანუკოვიჩმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდა, 2014 წლის 23 თებერვალს დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფიდან სამი რუსული ვერტმფრენით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში ჩაფრინდა.  სასამართლო ვიქტორ იანუკოვიჩს 2014 წლის თებერვალში პირთა ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებას ედავება.  

სასამართლომ ძმებ დავით და გურამ კაკულიებს პატიმრობა შეუფარდა

გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. პროკურორმა თამარ ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია. ამასთან, ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.  ცნობისთვისმ ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გუშინ დილით ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინდა. ამასთან, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი კი აღკვეთის გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს. ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს.   

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს. პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა ადვოკატების ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

პროკურატურა: მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით , 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –(ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდი)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. „ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, – აცხადებენ პროკურატურაში.  

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა. ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა  

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.  რაც შეეხება ბრალდებულს, პროცესზე მან განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ინდონეზიის პარლამენტმა, ქორწინების გარეშე სექსისთვის, პატიმრობა დაამტკიცა

ინდონეზიის პარლამენტმა მიიღო ახალი სასჯელაღსრულების კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება მიღებული ცვლილებების მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში პირებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ. ინდონეზიის ხელისუფლებამ ძველი კოდექსიდან ახალზე გადასასვლელად სამი წელი განსაზღვრა. ახალი კოდექსი ვრცელდება ინდონეზიის მოქალაქეებზე და უცხოელებზე. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ასევე კრძალავს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული იდეოლოგიის შეურაცხყოფას, ასევე კონტრაცეპტივების პოპულარიზაციას. პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. ახალი კოდექსი ჩაანაცვლებს კანონმდებლობას, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც ინდონეზიამ 1945 წელს ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბოლოს შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის მიღება 2019 წელს სცადეს, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის ფონზე მის ხელმოწერაზე უარი თქვა.  

სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ. „დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა). ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.