ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

"რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

უცხოური მედია ავრცელებს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ.

ასევე წაიკითხეთ:

ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს