საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ინტერესი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში.
მისივე თქმით, ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს.
„ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს. რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ასევე წაიკითხეთ: