საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო - სტატიას Financial Times აქვეყნებს.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

„Credit Suisse-მა ადრე აიღო რეზერვები ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

იანვარში ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიიღო SFr436mn (469 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფა, რათა დაფაროს სასამართლო პროცესები, მაგრამ დაამატა, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია მის საინვესტიციო საბანკო ბიზნესთან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.