პუტინს არ შეუძლია უკრაინა დაიმორჩილოს. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
„გარკვეული თვალსაზრისით, პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია. მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ: