ჩინური ენერგოკომპანია Sinopec, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის სეგმენტში საქმიანობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირისა და აშშ-ს მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აზუსტებს, რომ ჩინური კომპანია რუსეთში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.
ცნობილია, რომ პეკინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება, თუმცა როგორც გამოცემა წერს, „კულისებში“ ჩინეთის მთავრობა ბიზნესკომპანიებს ურჩევს, რომ რუსეთში ინვესტირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა
ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია