რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს, ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
CNN-ის წყაროს ცნობით „პენტაგონს“ აქვს ინფორმაცია ჯარების გადაადგილების შესახებ.
„ახლა ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ რუსებს ჯარები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვვის მაღალჩინოსანმა. თუმცა კონკრეტულად რომელი ოკუპირებული ტერიტორიიდან ხდება ჯარის გადაყვანა არ სახელდება.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ