უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
რეგიონის ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მიწისქვეშა გაზსაცავებს ბუნებრივი აირის სტრატეგიული მარაგებისთვის სთავაზობს.
„ბუნებრი აირის ერთობლივი შესყიდვა და შენახვა უკრაინის გაზსაცავებში ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწოფო აგრესორისგან თავის დაღწევისა და რესურსების საიმედო მიწოდების საშუალებას მისცემს მთელი ევროპული კონტენტისთვის“, - აღნიშნა გაკუშენკომ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
ასევე წაიკითხეთ:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა