კრემლმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა დაადასტურა

კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით ცნობები მედიაში გავრცელდა.

სატელეფონო კონფერენციაზე The Wall Street Journal-ის კითხვის პასუხად კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში ჩართული იყო, - „საწყის ეტაპზე ამრამოვიჩი რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ეს სიმართლეა“. 

ამის შემდეგ პესკოვმა სხვა დეტალებზე ნაკლებად გაამახვილა ყურადღება, თუმცა დაამატა, რომ „მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს ორ უკრაინულ და რუსულ ჯგუფს შორის“. 

ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.  

მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. 

შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. 

ასევე წაიკითხეთ 

პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია