რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა, - ამის შესახებ Forbes, Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.
Financial Times-ს ეს ინფორმაცია ორმა წყარომ დაუდასტურა.
„აბრამოვიჩი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს მხარეებს შორის მოლაპარაკების ორგანიზების საკითხზე. რის შემდეგაც მხარეებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სავარუდო გეგმა“, - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
აბრამოვიჩის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ აბრამოვიჩი აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - განუცხადა არახამიამ Financial Times.
„მილიარდერი მოლაპარაკებებში საერთაშორისო ებრაული თემის ინიციატივით ჩაერთო“, - დასძინა არახამიამ.
WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.
შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია