აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ღვთის გულისათვის ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთში ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდა.
„უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედობისა და სიბნელის სამყაროსი ცხოვრებაზე. ჩვენ სხვაგვარი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა.
16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხე:
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა