რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში ნავთობის ბაზა დაბომბეს - UNIAN

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. ამის შესახებ UNIAN წერს. 

„ორი დარტყმა მოხდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ერთი მოხვდა ნავთობის ბაზას ლვოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში. მეორე სამხედრო თავდაცვით ობიექტს, ქარხანას, რომელიც ასევე საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს“, – განაცხადა ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკიმ.​

მისი თქმით, ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

თავის მხრივ, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლვოვზე დარტყმა იყო გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით, რომელიც დღეს პოლონეთს სტუმრობდა.

„ეს უკვე მეორე დარტყმაა ამ კვირაში. დარტყმები ხდება ინფრასტრუქტურაზე. დაზიანება და ნგრევის ხარისხი მნიშვნელოვანია. დარტყმის ტალღამ დააზიანა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლა და ბაღი. კარგია, რომ არავინ დაღუპულა“, – განაცხადა ლვოვის მერმა, ანდრეი სოდოვოიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვზე დარტყმების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.