პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო

ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

ამასთან, ზელენსკიმ პოლონელ კოლეგას ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე წაიკითხეთ:

პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს