"პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს.
როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაზე, შესაძლო თავდასხმას პასუხობს.
„თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს“, – განაცხადა დუდამ.
ასევე წაიკითხეთ:
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს