მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ

მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ.

ამასთან როგორც პენის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, ის თავის ოსკარს გადაადნობს.

"თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს იქნება, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება", - განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა რუსეთს არ უნდა მისცეს უსამართლოდ მოქცევის უფლება