აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იუწყება, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს.
„ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა ვლადიმირ პუტინის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმის პირობებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო