ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი (სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR Group-ის შვილობილი კომპანია სატვირთო გადაზიდვებში) 27 მარტიდან აჩერებს რუსეთიდან მატარებლების მიღებას.
„რუსეთის რკინიგზის წინააღმდეგ სანქციების გამო აღმოსავლეთისკენ მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია. VR Group-ი ვალდებულია, დაიცვას დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები,“ განაცხადა VR Transpoint-ის პრეზიდენტმა მარტი კოსკინენმა.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა