უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან: პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები, პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი; რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.
ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
ასევე წაიკითხეთ: